ახალი ტენდენციები ასთმის მექანიზმების ახსნაში და მკურნალობაში
ბრონქული ასთმა როგორც ნეიროგენული ანთებითი პაროქსიზმული დაავადება: მექანიზმები და მკურნალობა
ნეიროასთმის სამეცნიერო ჯგუფი: ინფორმაცია პაციენტებისთვის
[Under Construction] For Doctors For Patients Articles

[ სამეცნიერო დასაბუთება ექიმებისთვის ] [ ინფორმაცია პაციენტებისთვის ] [ პუბლიკაციები, კონგრესები და პატენტი ] [ ავტორი ]

[ მთავარი გვერდი ]

Up

For Doctors For Patients Articles

Main page

ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ასთმის რამოდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. ამჟამად მრავალი კვლევა მიმდინარეობს ასთმის მკურნალობის სრულყოფის მიზნით.

ასთმა ხშირად ბავშვობაში იწყება, და ალერგენები, სასუნთქი გზების ინფექციები ან სხვა ფაქტორები ხშირად წარმოადგენენ ასთმის გამშვებ ფაქტორებს. საყურადღებოა, რომ პაციენტთა უმრავლესობაში ალერგია ამძიმებს ასთმას, მაგრამ ამავე დროს არ არის ასთმის ძირითადი მიზეზი. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა მაშინ, როდესაც ალერგიული ფაქტორები ნაკლებად გამოხატულია, და ასთმის შეტევების გამშვებ ფაქტორებად სხვა მოვლენები გვევლინება: ცივი ჰაერით სუნთქვა, ასპირინის ან დეტა-ბლოკატორების მიღება. ზოგჯერ ასთმის შეტევების გამშვები ფაქტორები ვერ დგინდება, ზოგჯერ კი პროფესიული ფაქტორები გვევლინება ასთმის მაპროვოცირებელ ფაქტორებად.

ასთმის ყველაზე ხშირი სიმპტომებია პაროქსიზმული მსტვენავი ხიხინები და ქოშინი, რომლებიც უფრო გამოხატულია ხოლმე ღამის საათებში და ადრე დილით. ზოგიერთი პაციენტისთვის უფრო დამახასიათებელია შემაწუხებელი ხველა, რომლის შედეგად ჩნდება ბლანტი, ყვითლად ან მწვანედ შეფერილი ნახველი, რაც შეიძლება ახდენდეს რესპირატორული ინფექციის სიმულაციას. ბავშვებს შემაწუხებელი და შებრუნებითი ხველებით ასთმის დიაგნიზს ზოგჯერ შედარებით უფრო გვიან უსვამენ, რადგან თავიდან ექიმები ფიქრობენ სასუნთქი გზების სხვა დაავადებებზე. ფორსირებული ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარის (ფამს), ანუ პიკ-ფლოუს გამოკვლევა სახლის პირობებში ხშირად ძალიან ზუსტი და საკმარისი მეთოდია ასთმის დიაგნოზის დასადგენად და დასაზუსტებლად, და ასევე მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის.

ასთმისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ანთება ბრონქებში (სასუნთქ გზებში). ასეთი ანთება იწვევს მათი კედლების შეშუპებას, სასუნთქი გზები ვიწროვდებიან, და მათი კუნთოვანი შრე გაღიზიანებულია, რაც ბრონქიოლების უეცარი შევიწროვების და მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება ხოლმე. ანთება ასევე იწვევს ლორწოვანი ჯირკვლების გააქტუირებას და ნახველის ჭარბ პროდუცირებას, რაც დამატებით აფერხებს ჰაერის ნაკადის მოძრაობას ისედაც შევიწროებულ სასუნთქ გზებში. თუ ანთება არ კონტროლდება მკურნალობის მეშვეობით როგორც ასთმის მწვავე შეტევების მიზეზი, მას სასუნთქი გზების მუდმივ შევიწროვებამდე მივყავართ, რაც განისაძღვრება სასუნთქი გზების სათანადო სტრუქტურული ცვლილებებით. ასეთ სტრუქტურულ ცვლილებებს რემოდელირება (რემოდელინგი) ეწოდება. რემოდელირების პროცესი ძლიერ აფერხებს ჰაერის ნაკადის მოძრაობას და იწვევს ასთმის გამწვავების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების საგრძნობ შესუსტებას.

ამჟამად თვლიან, რომ ასთმის მორჩენა შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე პრეპარატების გამოყენებით შესაძლებელია სასუნთქ გზებში ქრონიკული ანთების მეტ-ნაკლები გაკონტროლება და ასთმის სიმპტომების მეტ-ნაკლები დათრგუნვა. მიუხედავად ამისა, ასთმის მკურნალობა ჯერ კიდევ საკმაოდ სერიოზულ და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ბევრ შემთხვევაში სტეროიდები და სხვა პრეპარატები არ არიან საკმარისად ეფექტურები ასთმის სტაბილური და სრული რემისიის მისაღწევად. ამიტომ ბევრი მეცნიერები ცდილობს გამონახოს ასთმის ფარმაკოთერაპიის ახალი გზები.

ჩვენი გამოკვლევები ასევე მიმართულია ასთმის ახალი ფარმაკოთერაპიული სქემების გამოკვლევებისკენ. ჩვენ ვარაუდის თანახმად ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატები - კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ვალპროატები, ძალზე ეფექტურები არიან ასთმის შეტევების თავიდან აცილებისთვის და სასუნთქ გზებში ქრონიკული ანთების დათრგუნვისთვის. ბევრი ანტიეპილეფსიური პრეპარატი ძალიან ეფექტურია ნეიროგენული ანთებითი დაავადებების შაკიკის და სამწვერა ნერვის ნევრალგიის სამკურნალოდ. იმის გავითვალისწინებით, რომ შაკიკის, ასთმის და სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამწვავებებს ერთი და იგივე ანთების გამომწვევი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იწვევენ, ჩვენ გადავწყვიტეთ ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენება ასთმის მკურნალობისთვის.

ჩვენ საიტზე ექიმებს შეუძლიათ მოიპოვონ მონაცემები ჩვენი გამოკვლევების შესახებ, და ასევე იხილონ ჩვენი თეორიის სამეცნიერო დასაბუთება. თუ თქვენი მკურნალი ექიმი დაინტერესდება ჩვენი მეთოდით და გამოკვლევებით, მას შეუძლია დაგვიკავშირდეს ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ჩვენი ელექტრონული ფოსტის

საუკეთესო სურვილებით,

მერაბ ლომია,
მედიცინის დოქტორი,
ნეიროასთმის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ნევროლოგიური და ნეიროსომატური დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
რეაბილიტაციის ცენტრი “რეა”
ვაჟა ფშაველას გამზირი, 18
თბილისი

ტელეფონი: +995 99 985433
ელექტრონული ფოსტის

[ Main page in English ]

[ სამეცნიერო დასაბუთება ექიმებისთვის ] [ ინფორმაცია პაციენტებისთვის ] [ პუბლიკაციები, კონგრესები და პატენტი ] [ ავტორი ]

გამოაგზავნეთ თქვენი წერილები , თუ გაქვთ შეკითხვები და წინადადებები ამ ვებ-საიტის თაობაზე .
Copyright © 2005 Merab Lomia
Last modified: March 20, 2006
eXTReMe Tracker Мераб Ломиа - автор сервера Проза.ру Information about Georgia Information about Tbilisi